ახალი ამბები

ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

25 დეკემბერი, 2019 • 1810
ლუკაშენკო რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხუმრობით შესთავაზა რუსეთს, ბელარუსის შემადგენლობაში შესულიყო. ამის შესახებ ლუკაშენკომ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორთან, ალექსეი ვენედიქტოვთან საუბრისას განაცხადა.

მოკავშირე სახელმწიფოს ფორმატზე საუბრისას ლუკაშენკომ განაცხადა: „გსურთ საერთო პრეზიდენტი – არჩევნები. ხოლო ყველაზე მარტივი ვარიანტი, რომელიც მიღებული იქნება რუსეთშიც და ბელარუსშიც – თქვენი ბელარუსის შემადგენლობაში შემოსვლაა“. ლუკაშენკოს აზრით, უსამართლობაა საუბარი მიდიოდეს მხოლოდ ბელარუსის რუსეთში შესვლაზე.

„რა, განა რუსები წინააღმდეგი იქნებიან? არა. არც ბელარუსები. მისმინეთ: „რუსეთი შედის ბელარუსის შემადგენლობაში“. რატომ გვიწვევთ რუსეთის შემადგენლობაში [შემოსასვლელად], თუმცა თავად ასეთ ვარიანტს არ განიხილავთ?“ – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამჟამად რუსეთსა და ბელარუსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორი სახელმწიფოს ინტეგრაციის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი