ახალი ამბები

ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შესახებ გავრცელებლ ცნობას საგანგებო შტაბი ადასტურებს

14 ივნისი, 2015 •
ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შესახებ გავრცელებლ ცნობას საგანგებო შტაბი ადასტურებს

“სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ. ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.


 

ძლიერი წვიმისის შედეგად თბილსის ზოოპარკი დაიტბორა და თანამშრომლები ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ. როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშენიძე აცხადებს, ზოოპარკში შექმნილი ზუსტი ვითარება მათთვის უცნობია. 


”ვცდილობთ, რომ როგორმე შევაღწიოთ. დატბორილია ქვედა ვოლიერები სრულად. ის ტერიტორია, სადაც არიან როგორც ლომები, ისე ვეფხვები, დათვები და ბეჰემოტი. ძალიან ვრცელი ტერიტორიაა. ზუსტი ინფორმაცია, რომელი ცხოველი გადარჩა ან გაიქცამ, არ გვაქვს, რადგან უბრალოდ შიგნით შევლას ვერ ვახერხებთ. მუშაობს ადგილზე სამაშველო სამსახური და, როგორც ვიცი, თბილისის მერი სულ მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ქალაქში შემქნილ სიტუაციაზე და მათ შორის ზოოპარკზეც ისაუბრებს,”- ამბობს მზია შარაშენიძე. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი