“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად მცხეთაში სადღესასწაულო ლიტურგიას ექსრება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 42 წლისთავს უაკვშირდება.
ლიტურგიას, ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სასულიერო პირები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
პარლამენტის თავმდომარემ არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს ეს თარიღი მიულოცა და ჟურნალისტებთან მის ღვაწლზე ისაუბრა:
“დიდი ღვაწლი, დიდი სამსახური, ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა. ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რწმენაში დაბრუნება, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მხარდაჭერა, უძველესი ქართული საგალობლების აღდგენა, ეკლესიაში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის დაბრუნება”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ “რუსთავი 2-თან.
