ახალი ამბები

ავიაკომპანია მიმართვას “ქალბატონებო და ბატონებო” გენდერულად ინკლუზიური ანალოგით ცვლის

25 დეკემბერი, 2019 • 1023
ავიაკომპანია მიმართვას “ქალბატონებო და ბატონებო” გენდერულად ინკლუზიური ანალოგით ცვლის

ავიაკომპანია EasyJet მისალმებას – “ქალბატონებო და ბატონებო” – გენდერულად ინკლუზიური ანალოგით ცვლის.

როგორც CNN წერს, ავიაკომპანიამ თანამშრომლებს რეკომენდაციით უკვე მიმართა, რომ ყველა მგზავრისთვის ინკლუზიური გარემო შექმნან. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ტრადიციული მისალმება, რომელიც მგზავრებს “ქალბატონებო და ბატონებოთი” მიმართავს, არ აკრძალულა და ცვლილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

EasyJet-ის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 4 თვის წინ Air Canada-ს ანალოგიური პრაქტიკა. კანადურმა ავიაკომპანიამ უკვე 4 თვეა “ქალბატონებო და ბატონებო” გენდერულად ნეიტრალური მისალმებით ჩაანაცვლა.

LGBTQ+ უფლეადამცველი ორგანიზაციები CNN-თან ამ ცვლილებას პოზიტიურად აფასებენ. მათი თქმით, მგზავრებისთვის გენდერულად ნეიტრალური მიმართვა მარტივია და უზრუნველყოფს ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის კომფორტულ მგზავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი