რიკოთის გვირაბში მოძრაობა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ–დან დილის 07:00 სთ–მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზით.




