“სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი არ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ძალია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ დგას იმ რიგში, სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებთან ერთად. ეს გაცილებით მეტია. ეს არის ტესტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების, ეს არის საქართველოს დემოკრატიული მოდერნიზაციისკენ ძალიან მნიშვნელოვანი გადასადგმელი ნაბიჯი.
საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ერთიანად თუ ცალ-ცალკე, იგორ გიორგაძის “კაგებემ”, კვირაიას და თარგამაძის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუ ვანო მერაბიშვილის “ენკავედემ” ვერ შეძლო პასუხი გაეცა ფუნდამენტური კითხვისთვის, ჩვენ ვართ ახლოს საბჭოთა კავშირთან და ვართ პოსტსაბჭოურ ეტაპზე, თუ ჩვენ მივისწრაფით დემოკრატიული სახელმწიფოსკენ?! ჩვენ გვინდა ინსტიტუციონალიზაცია, თუ ჩვენ გვინდა ტოტალიტარული სისტემა, ავტორიტარული რეჟიმი და ის ინსტიტუცია, რომელიც ამას უზრუნველყოფს?! ჩვენ დღეს გარღვევის სტადიაში ვართ, ამიტომ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს.
ფრაქცია “რესპუბლიკელები”, “რესპუბლიკული პარტია” ძალიან კატეგორიულად მოითხოვს იმას, რომ არც ნარჩენი “ოდეერის”, არც მიმსგავსება “ოდეერის”, არც ძალიან შელამაზებული ტერმინი “ოდეერის” ფუნქციით თუნდაც ნაწილობრივი ჩვენ არ გვჭირდება მომავალში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას საბჭოთა ნარჩენები არ ჭირდება და მიმართა შსს-ს, რომ მომდევნო მოსმენისთვის წარმოადგინოს არგუმენტირებული წინადადებები კანონპროექტით გათვალისწინებული მეკავშირე ოფიცრის რაობასა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით.