ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოს ორი ახალი წევრი ჰყავს: მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი

12 ივნისი, 2015 •
უზენაეს სასამართლოს ორი ახალი წევრი ჰყავს: მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოს მართლმსაჯულებას შეემატა ორი გამოცდილი, პრინციპული მოსამართლე და ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგება მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული წევრების მიერ ფიცის დადების შემდეგ.


პლენარულმა სხდომამ უზენაესი სასამართლოს წევრებად მზია თოდუა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ, ხოლო ეკატერინე გასიტაშვილი 81 ხმით, ერთის წინააღმდეგ აირჩია.


 მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი
მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი