ახალი ამბები

აშშ საქართველოს მოუწოდებს უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისაგან თავისუფალი მართლმსაჯულება

24 დეკემბერი, 2019 • 1218
აშშ საქართველოს მოუწოდებს უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისაგან თავისუფალი მართლმსაჯულება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ, ერთი მხრივ, მიესალმება პროგრესს მართლმასჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისაგან

“აშშ მხარს უჭერს დაცულ, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მოგვწონს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეული პროგრესი და დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს მისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებებისადმი, ასევე კანონის უზენაესობა, იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისაგან”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.

აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ გააგრძელებს მასთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი