ახალი ამბები

პრეზიდენტმა 226 პირი შეიწყალა

12 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტმა 226 პირი შეიწყალა

მათგან 180 მსჯავრდადებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, მათ შორის, ათი ქალი და ერთი არასრულწლოვანი. დანარჩენ 46 მსჯავრდადებულს, რომელთაგან ოთხი ქალია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და  იგი დაეყრდნო შეწყალების კომისიის მიერ განხილულ მასალებს და წარდგენილ რეკომენდაციებს. კომისიამ, რომელიც 1 ივნისიდან 6 ივნისამდე მუშაობდა, 1329 პირის საქმე განიხილა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

 

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და 180 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი