“შეკითხვები ჩემს განათლებასთან დაკაშვირებით პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტი გახდა”, – განაცხადა პროევროპული მთავრობის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გაბურიჩიმ, რომელიც პრემიერი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა.
რია ნოვოსტის სტატიის მიხედვით კი, გაბურიჩიმ თქვა, რომ პროკურტაურა მისი განათლების საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ზოგიერთი თანამდებობის პირს გადადგომისაკენ მოუწოდა მოლდოვაში დაკარგულ თანხებთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
გაბურიჩის დიპლომის სკანდალი მოლდოვაში აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ყალბია.