10:00- 18:00 – სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მასპინძლობს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციას „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი“.
12:00 საათზე სასტუმრო ,,ამბასადორში“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო სამსახურის ხელმძღვანელთან ირაკლი შიხიაშვილთან ერთად შეიკრიბება.
15:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით გმადლობ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე!
15:00 საათზე, მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში, ტარდება მასტერკლასი – კონფლიქტების სენსიტიურად გაშუქების თემაზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის სტუდენტებისთვის.
17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია ,,თანამედროვე მიგნებები ადრეული განათლების სფეროში”
19:30 საათზე, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერში უფლებადამცველები აქციას გამართავენ.




