ახალი ამბები

პრემიერი მოქალაქეებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს

11 ივნისი, 2015 •
პრემიერი მოქალაქეებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ბედნიერია, რომ ამ წამოწყებამ გაამართლა და ბევრ ბავშვსა და ახალგაზრდას მისი წყალობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

 

“თავიდან სოლიდარობის ფონდში ნებაყოფლობითი დონაციების მობილიზება საჯარო სექტორიდან დაიწყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს კარგი მაგალითი იქნებოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და საერთოდ საზოგადოებისთვის, ასეც მოხდა. ერთი წლის შემდეგ ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ამოქმედდა სოლიდარობის ფონდი, არამდე 3 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზებით 112 მძიმე სენით დაავადებული ბავშვის, 22 წლამდე ახალგაზრდისა და მათი ოჯახების დახმარება გახდა შესაძლებელი. ჩვენ ერთად მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ჩართულია საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომლი, 19 კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი