ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ჩამოყალიბდა

11 ივნისი, 2015 •
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ჩამოყალიბდა

როგორც ნეტგზეთს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, მსგავსი ტიპის კომიტეტი ადრეც არსებობდა, თუმცა მას ევროკავშირთან თანამშრომლობის კომიტეტი ერქვა და მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სახელი გადაერქვა.


კვაჭანტირაძის თქმით, ევროპარლამენტარ საჯად კარიმს რამდენიმე დღეში შეხვდება:

 

“ჩვენ შევხვდებით ბათუმში კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა”. იქ მოხდება შეთანხმება მომავალ სამუშაო გეგმებზე. ეს არის საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ევროკავშირის და საქართველოს პარლამენტების თანამშრომლობის, შეხვედრების, აზრთა გაცვლის ორგანო იქნება. მისი შეკრებები გარკვეული ინტერვალებით განისაზღვრება. ამაზე გარკვეული მოსაზრები გვაქვს და ალბათ შევთანხდემბით პირველი შეხვედრის დროს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება [ბათუმში]. კომიტეტის შეკრებები ხან ბრიუსელში გაიმართება და ხან თბილისში. ჩვენ გვექნება საკუთარი საპროცედურო წესები. ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის მონიტორინგი იქნება მისი ძირითადი მისია, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების საპარლამენტო მონიტორინგი”, – ამბობს კვაჭანტირაძე.


მასალების გადაბეჭდვის წესი