ახალი ამბები

“გამოიძიე!” – ათობით ჟურნალისტმა პარლამენტთან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტა

21 დეკემბერი, 2019 • 1255
“გამოიძიე!” – ათობით ჟურნალისტმა პარლამენტთან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 21 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მონაწილეობდა როგორც თბილისიდან, ისე – რეგიონული მედიასაშუალებებიდან.

როგორც ქარტიის აღამსრულებელმა დირექტორმა გიორგი მგელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, დღევანდელი აქცია იმართება, რათა გააპროტესტოს მედიის წარმომადგენლებზე ბოლო თვეებში განხორციელებული ძალადობის ფაქტები, რომლებიც ამ დრომდე გამოძიებული არ არის. როგორც მგელაძემ აღნიშნა, ამ საქმეების დიდ ნაწილზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების მხრიდან ჯერ არ უნახავს.

ჟურნალისტები სკანდირებდნენ “გამოიძიე!”. მათ რუსთაველის გამზირზე მცირე მსვლელობაც გამართეს საყვირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი