ჭორის დონეზე გასულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ – ხუნდაძე დეზინფორმაციულ გვერდებზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე “ჭორს” უწოდებს კომპანია “ფეისბუკის” მიერ გავრცელებული გამოძიების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ანტიდასავლურ, პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული გვერდები ახორხიელებდნენ.

“ჭორის დონეზე გასულ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ასე უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია “პირველის” კითხვას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.


Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

Facebook: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წავშალეთ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.