ახალი ამბები

“ნეტგაზეთს” წლის საუკეთესო სტატიის კატეგორიაში ქარტიის პრიზი გადაეცა

21 დეკემბერი, 2019 • 2460
“ნეტგაზეთს” წლის საუკეთესო სტატიის კატეგორიაში ქარტიის პრიზი გადაეცა

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიქიკის ქარტიამ” ქარტიის პრიზის გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სტატიისთვის პრიზი გადაეცა ნეტგაზეთის ჟურნალისტ ლუკა პერტაიას.

გამარჯვებული სტატია ეხება 58 წლის მარტოხელა ქალის გაუსაძლის სიღარიბეში გარდაცვალებას. სტატიამ წარმოაჩინა სისტემური პრობლემა, რომლის გადასაჭრელად ჩამოყალიბებული მწყობრი ხედვა სახელმწიფოს არ აქვს.

გამარჯვებულებად ასევე დასახელდნენ:

  • ბავშვთა საკითხების საუკეთესო გაშუქებისთვის – ეკა ქევანიშვილი, რადიო “თავისუფლება
  • საუკეთესო მულტიმედია ნამუშევრისთვის – ლაშა ცერცვაძე, ჟურნალი “ინდიგო”;
  • საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის – ნინო რამიშვილი, “თავისუფლების მონიტორი”;
  • საუკეთესო ვიდეორეპორტაჟისთვის – ბესო გვენეტაძე, ჟურნალი “ინდიგო”.

წაიკითხეთ გამარჯვებული სტატია:

სახელმწიფომ ვერ დაინახა მოქალაქე, რომელიც სიღარიბეში კვდებოდა — რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი