ახალი ამბები

UK-ის პარლამენტმა პრემიერის ბრექსიტის გეგმას მხარი დაუჭირა

20 დეკემბერი, 2019 • 1191
UK-ის პარლამენტმა პრემიერის ბრექსიტის გეგმას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ გეგმას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.

BBC-ის ინფორმაციით, თემთა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი განსახილველად ზედა, ლორდთა პალატას გაეგზავნა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა , ბორის ჯონსონმა 17 ოქტომბერს მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან ბრექსიტის საკითხზე, თუმცა პარლამენტმა უარი განაცხადა სწრაფი წესით შეთანხმების რატიფიკაციაზე. ამის შემდეგ ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოუწერილი წერილი გაუგზავნა, სადაც ბრექსიტის საბოლოო ვადის გადაწევა სთხოვა. ევროკავშირმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საბოლოო ვადად 2020 წლის 31 იანვარი დააწესა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ამ ვადისთვის ბრექსიტი ვერ მოხერხდა, ევროკავშირმა შეიძლება კიდევ ერთ გადავადებას მხარი აღარ დაუჭიროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი