განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლის მოსწავლეების წიგნების წონა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩხენკელის განმარტებით, მას აქვს ინიციატივა, რომლის შესახებაც შემდგომში უფრო დეტალურად აპირებს მსჯელობას:
“მთელ რიგ საგნებში შეგვიძლია დავნერგოთ ელექტრონული წიგნები, ცხადია, ეს ბევრ ასეთ [წიგნების წონის] პრობლემას მოხსნის”, – განაცხადა ჩხენკელმა დღეს, 20 დეკემბერს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
ჩხენკელმა ასევე გაახმიანა უცხოური სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნის იდეაც: “მხედველობაში მაქვს მხოლოდ მათემატიკასა და რამდენიმე საბუნებისმეტყველო საგანში, როგორც ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი და არა ერთადერთი”, – განმარტა ჩხენკელმა.
