პროგრამის ღირებულება 30 ათასი ევროა, მისი მიზანი კი სომხეთის საზოგადოებაში ლგბტ თემის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
პროგრამის შესაბამისად, იგეგმება მინიმუმ 15-ადგილიანი თავშესაფრის აშენება ლგბტ თემის უსახლკარო წარმომადგენელებისთვის, უფასო იურიდული დახმარება და მათი გადამზადება ლგბტ-თა უფლებების დაცვის კუთხით.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით უფლებადამცველთა დაცვა, არის გერმიანიისა და ევროპული პოლიტიკის ცენტრალური საკითხი ადამიანის უფლებათა სფეროში.
“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ნეგატიურად არის განწყობილი სექსუალური ნიშნით ყველანაირი დისკრიმინაციის მიმართ. შესაბამისაად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ლგბტ თემის უფლებების დაცვისკენ”.
დღეს სომხეთის საზოგადოება შეუწყნარებელია ლგბტ თემის მიმართ. ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს როგორც პუბლიკაციები პრესაში, ასევე პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა ცალკეული განცხადებები.
![]() |
|
||





