ლადო ჭანტურიას განცხადებით, მომავალი ელჩი კარგად იცნობს საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.
“სასიამოვნოა, რომ ის დიდი სიხარულით ელოდება საქართველოში საქმიანობის დაწყებას. იმედი მაქვს, რომ ქალბატონ ბეტინას ელჩობის დროს ქართულ-გერმანული ურთიერთობები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ საქმეში გულით მინდა მას ვუსურვო წარმატებები”, – წერს ლადო ჭანტურია ფეისბუქზე.
ბეტინა კადენბახი მუშაობდა გერმანიის ელჩად ესტონეთში, ასევე მსახურობდა გაეროს შტაბბინაში ნიუ იორკში. საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს ორთვინ ჰენიგი.