ახალი ამბები

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს

20 დეკემბერი, 2019 • 708
სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ კრიზისსა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ – მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებითა და შევიწროების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლის გზაზე და ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება.

“მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, – აცხადებს რიში.

საქართველოს ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმაც.

პროპორციული სისტემის ჩაგდება საჩუქარი იქნება პუტინისთვის – კონგრესმენი კინზინგერი

მასალების გადაბეჭდვის წესი