“გუშინ შედგა პრემიერთან შეხვედრა. ფინანსთა მინისტრი მუშაობს ამ საკითხზე, კომუნიკაცია აქვს ყველა სამინისტოსთან. ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი.
ჩვენს სამინისტროშიც ხდება შეკვეცა ხარჯების კუთხით, ეს არის პრემიების და შრომის ანაზღაურების მუხლი. ხვალ იქნება დასახელებული ზუსტი ციფრი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
4 ივნისს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს 10 ივნისამდე მისცა ვადა, რომ წარმოადგინოს 2015 წლის ბიუჯეტის ათვისების კორექტირებული ვარიანტი.