ახალი ამბები

ანალიტიკისთვის ეს არაა ძალიან მნიშვნელოვანი – კვირიკაშვილი ინვესტიციების შემცირებაზე I კვარტალში

10 ივნისი, 2015 •
ანალიტიკისთვის ეს არაა ძალიან მნიშვნელოვანი – კვირიკაშვილი ინვესტიციების შემცირებაზე I კვარტალში

“საერთოდ, სტატისტიკურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტლის კვარტალთან შედარება არ არის ინდიკატიური. ეს არ არის ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს მონაცემებში დინამიკა იქნება სხვანაირი, თუმცა ის, რომ იყო ცვლილება, ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ძირითადი ჩვენი ინვესტორი ქვეყნები არიან ის ქვეყნები, ვინც დიდწილად არიან დამოკიდებულნი ნავთობის ფასზე. ამიტომ საინვესტიციო მადა ასეთ ქვეყნებში არ არის ისეთი, როგორიც იყო უწინ, როცა ნავთობის ფასი იყო მაღალი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (59 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (27 მლნ), რუსეთი (23 მლნ), ნიდერლანდები (22 მლნ), დანია (21 მლნ), აშშ (19 მლნ). ჯამში კი, აღნიშულ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ვერ აკონკრეტებს, თუ რა მოცულობით შეიძლება წლის ბოლოს დაფიქსირდეს ინვესტიციებში ზრდა:


“პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, დაველოდოთ წლის ბოლოს, რადგან ინვესტიციებზე მოქმედებენ სხვა ფაქტორებიც. ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანაში არის დევალვაციის ფაქტორი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი