ახალი ამბები

საქართველო vs უკრაინა 1-2

9 ივნისი, 2015 •
საქართველო vs უკრაინა 1-2

ანგარიში 57-ე წუთზე უკრაინელმა კრავეტცმა გახსნა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად: მცველმა დვალმა ბურთი მეკარე გიორგი ლორიას გადააწოდა, რომელმაც მისი შეჩერება ვერ შეძლო, ბურთი ძელმა აისხლიტა, რის შემდეგაც კრავეტცმა ცარიელ კარში გაიტანა გოლი. 

 

მეორე გოლი ისევ საქართველოს ნაკრების კარში გავიდა 67-ე წუთზე, ამჯერად კონოპლიანკამ გაიტანა.

 

81-ე წუთზე მათე ვაწაძემ ანგარიში 1-2 გახადა, როდესაც ყენიას გადაცემით ისარგებლა და ნახტომში თავით გაიტანა.


ამხანაგური შეხვედრა ავსტრიაში ჩატარდა. 



 

Georgia vs Ukraine kick off 22.00

Posted by Georgian Football Federation on Tuesday, June 9, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი