ახალი ამბები

ელისაბედ II-ის თქმით, UK-მა ევროკავშირი დაახლოებით ერთ თვეში უნდა დატოვოს

19 დეკემბერი, 2019 • 820
ელისაბედ II-ის თქმით, UK-მა ევროკავშირი დაახლოებით ერთ თვეში უნდა დატოვოს

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის განცხადებით, UK-მა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვრისთვის უნდა დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს:

“ჩემი ქვეყნის პრიორიტეტია, 2020 წლის 31 იანვრისთვის დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვოს”, – განაცხადა დედოფალმა. მისი განცხადებით, ამის უზრუნველყოფაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა იზრუნებს.

“მინისტრები შემოიტანენ კანონმდებლობას, რომ უზრუნველყონ გაერთიანებული სამეფოს [ევროკავშირიდან] გასვლა ამ თარიღისთვის [31.01.2020]… ამის შემდეგ კი მთავრობა იზრუნებს სამომავლოდ თავისუფალ ვაჭრობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე ევროკავშირთან, რომელიც მომგებიანი იქნება სრულიად დიდი ბრიტანეთისთვის”, – განაცხადა ელისაბედ მეორემ.

მისი განმარტებით, მთავრობა დაიწყებს მოლაპარაკებებს სხვა წამყვან გლობალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი