ახალი ამბები

ადეიშვილი: სააკაშვილის ხელმძღვანელობით ენმ საქართველოს ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება

9 ივნისი, 2015 •
ადეიშვილი: სააკაშვილის ხელმძღვანელობით ენმ საქართველოს ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება

მეტიც, ადეიშვილის მტკიცებით, მას მაშინაც სურდა პოლიტიკის დატოვება, როდესაც უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა საქართველოს მთავრობაში, თუმცა არც ერთხელ არ გაუჩნდა ისეთი ფანჯარა, რაც მის წასვლას კომფორტულს გახდიდა და არ გამოიწვევდა იმის განცდას, რომ მან გუნდი დატოვა:

 

“ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აუცილებლად დაბრუნდება ხელისუფლებაში. ახალ გუნდში ბევრი ძველი სახე შეიძლება არ იყოს, მათ შორის მე ნამდვილად არა. ამავე დროს დაბრუნება შეიძლება სულ სხვა ეტაპზე მოხდეს. პოლიტიკური დისკუსიის ის დონე, რომელიც დღეს ქეყანაშია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, – თქვა ადეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უარი უნდა თქვას წინა ხელისუფლების დევნის პრაქტიკაზე და გამოიყენოს ის მაგალითები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ალბანეთში არსებობს ამ კუთხით.

 

“ჩვენ პოლიტიკაში ბევრი სიახლე შემოვიტანეთ: პირველად მოხდა, როცა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით არჩევნებით იქნა შეცვლილი. ახლა საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია კიდევ ერთი  ნაბიჯი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა. ეს არის ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი დევნა არ იყოს ძველი ხელისუფლების. ქვეყანა ვერ იქნება დემოკრატიული, თუ სახელისუფლებო ცვლილებას სისხლის სამართლებრივი საქმეები მოსდევს. პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკაში უნდა დარჩეს”, – განაცხადა ადეიშვილმა, რომელიც უკრაინაშია და კიევს, მისი თქმით, საექსპერტო დახმარებას უწევს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ჩამოყალიბების საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი