ახალი ამბები

ალიბეგაშვილი: ახალი პანთეონისთვის კომისიამ მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია

9 ივნისი, 2015 •
ალიბეგაშვილი: ახალი პანთეონისთვის კომისიამ მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია

სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის დახურულად გამოცხადების საკითხი განიხილეს.


გიორგი ალიბეგაშვილმა პანთეონის დახურვის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის საშუალება აღარ არსებობს.


„რამდენიმე თვეა, რაც ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილის შესარჩევად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მსჯელობის შედეგად, კომისიამ ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შეაჩერა. ვფიქრობ, ახალი პანთეონის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესს თან ახლავს დარგის სპეციალისტებსა და სასულიერო პირებთან, ასევე მოქალაქეებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი