ახალი ამბები

საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია იგეგმება – თურნავა

19 დეკემბერი, 2019 • 1142
საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია იგეგმება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ე.წ. საბანკო რეგულაციები შერბილდება. მისივე თქმით, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა რეგულაციების შერბილების მომხრეა.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რეგულაციების ლიბერალიზაცია იგეგმება. ეს იქნება ლიბერალიზაციის მთელი პაკეტი. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, რადგან ცვლილებებზე მუშაობა დასრულებული არ არის, თუმცა მალე დასრულდება”,-აცხადებს თურნავა.

2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ე.წ საბანკო რეგულაციები, რითაც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესი გამკაცრდა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა. ცენტრალურმა ბანკმა რეგულაციები მომხმარებელთა ინტერესების დაცვითა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზეზებით ახსნა. ცვლილებით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული გახდა, მომხმარებელს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვოს.

ამასთან, დადგინდა, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე, რომელიც ფიზიკურ პირებზე გაიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი