ახალი ამბები

ლუკა სირაძეს წესს აუგებენ – საპატრიარქო

18 დეკემბერი, 2019 • 1693
ლუკა სირაძეს წესს აუგებენ – საპატრიარქო

15 წლის გარდაცვლილ მოზარდს, ლუკა სირაძეს წესს აუგებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუკზე გაავრცელა და დაამატა, რომ პატრიარქმა ამაზე კურთხევა უკვე გასცა.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

ნეტგაზეთმა ანდრია ჯაღმაიძეს ასევე ჰკითხა, აპირებს თუ არა ეკლესია წესი აუგოს სამტრედიაში გარდაცვლილ ბიჭს, რომელიც „გირჩის“ წევრი იყო. მან გვითხრა, რომ ამ საკითხზე ეკლესიას ჯერჯერობით არ უმსჯელია.

პოლიტიკურმა პარტიამ “გირჩი“ 11 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ “მღვდელმთავარი” იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.

ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე ფეისბუკპოსტში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ გამორიცხული არაა, 15 წლის მოზარდის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყოს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ლუკამ სუიციდი სცადა და არ გამორიცხავს ის შემთხვევით გადმოვარდინილიყო:

“ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო” – წერს დეკანოზი.

 

წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის – რუსუდან გოცირიძე


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

წაიკითხეთ ასევე:

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი