10:00 საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტში გახსნის კონფერენციას, თემაზე: “საკანონმდებლო პროცესის შეფასება საქართველოში: დადებითი მხარეები და გამოწვევები”.
საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი
10:00 სააკაძის მოედანზე შეიკრიბებიან სტუდენტები, რომლებიც დიღმის ჭალებში საოლიმპიადო ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას მოაწყობენ.
სტუდენტთა ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემები: საკადრო გადაადგილებები საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში; პარტიული გაძლიერება და ცვლილებები; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
11:00 თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: თბილისის საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემები და ახალი სასწავლო წლისათვის შექმნილი დეფიციტი ბავშვების მიღებაზე.
11:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის #147-ე საჯარო სკოლში პრაქტიკულ სწავლებას დაესწრება, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს.
ადგილი: დიღომი (მაიაკოვსკის ძეგლთან)
11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება; საარჩევნო სისტემები; საკადრო ცვლილებები; ბიუჯეტის შემცირება.
11:00 სასტუმროში “ტიფლის პალასი” აკრედიტაციის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
თემაზე: “აკრედიტაცია ჯანდაცვის მხარდასაჭერად”.
11:00 საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, კინოდარბაზი
11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო სისტემა, ე.წ. კაბელების საქმე, სააკაშვილი უკრაინაში.
11:00 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #312
11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისში აკაკი მინაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო სისტემა – ცვლილებები, შეფასებები.
11:30 “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგს ჩაატარებს.
მის: ირაკლი აბაშიძის #16
11:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემები: მარიხუანას დეკრიმინალიზაცია; საყველთაო ჯანდაცვა – დაზღვევისთვის ამოწურული თანხები; ბიუჯეტის შემცირება; შემცირებული პროექტები და დაპირისპირება მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასთან – დაიწყება თუ არა გამოძიება.
12:00 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516
12:00 “პირველ პრესკლუბში”, “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით “მემარცხენე ალიანსი” საპროტესტო აქციას გამართავს
მის: გ. სააკაძის დაღმართი (სააკაძის მოედანთან), “სოკარის” ბენზინგასამართი სადგური
საკონტაქტო ტელ: 579 95 76 65
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში რეჟისორი გოგა ხაინდრავა საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკა გიგაური ხაინდრავას წინააღმდეგ.
12:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ე.წ. კაბელების საქმე და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
12:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საწვავზე ფასების ზრდა, ლარის კურსი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
13:00 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, პრეზიდენტის მრჩეველთან ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილთნ.
მის: ჩარგლის ქ. #73, ოთახი #305
საკონტაქტო პირები: ანანო 599 56 34 55; მედა 577 49 49 35
13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ქალაქის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პარლამენტში კანონპროექტის პროფესიულ განათლების შესახებ 8 ივნისს გამართული საკომიტეტო მოსმენა.
13:00 თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, მარჯანიშვილის ქუჩა N16-ში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და ობიექტზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.
13:00 საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ჩ კორპ. სათათბირო ოთახი N120
13:00 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კინოდარბაზი
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო სისტემა – ცვლილებები, შეფასებები.
14:00 იუსტიციის სამინისტროსთან, მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ორგანიზებით აქცია გაიმართება.
საკონტაქტო ტელ: 555 399 923; 593 525 388
14:00 პუშკინის სკვერში “პანორამა თბილისის” პროექტს სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აფხაზთა კრების წევრი ორგანიზაციები გააპროტესტებენ.
15:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
15:00 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში” დახურვა და პროექტში მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია )
15:00 ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” ინიციატივით საქართველოს პარლამენტში მოსმენა/დისკუსია გაიმართება.
თემა: მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
16:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული რეგიონების განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
16:00 თბილისში, სასტუმრო “რედისონში” სოცკოდექს ჯგუფისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის – “დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თანაბარი უფლებებისათვის” დაჯილდოების ცერემონია/კონფერენცია გაიმართება.
16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდება.
16:00 იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში არქივების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
17:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ცირა პაპინაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით ,,წინათგრძნობა” გაიხსნება.
19:00 “მწერალთა სახლში”, ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია: “ჟოზეფ კონრადის “წყვდიადის გულში”, შინაგანი მოგზაურობა” გაიმართება.
21:00 კინოთეატრ “ამირანში” შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.