ახალი ამბები

ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ხვალინდელი პიკეტირება გააუქმა

18 დეკემბერი, 2019 • 1037
ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ხვალინდელი პიკეტირება გააუქმა

ოპოზიციური პარტიები 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ლუკას ტრაგედიის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირებ გააუქმონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარს ამბობენ სამართლიანი არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.

“უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში, გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი