ახალი ამბები

საია: ოქროპირიძისთვის ბრალის დამძიმება საფრთხეს შეუქმნის წამების წინააღმდეგ ბრძოლას

8 ივნისი, 2015 •
საია: ოქროპირიძისთვის ბრალის დამძიმება საფრთხეს შეუქმნის წამების წინააღმდეგ ბრძოლას
საია-ს განცხადებით, ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაიწლის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც წარმოადგენს ცრუ დასმენას ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივებით.
 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მას დახმარების თხოვნით არაერთი პატიმარი მიმართავს მათ მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არადამიანიურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რაზედაც პროკურატურა თითქმის ყველა საქმეზე გამოძიებას იწყებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება); მოცემულ შემთხვევაში კი განსხვავევბული მიდგომა დაფიქსირდა და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 1443 მუხლით (დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა).
 
 
“დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებული მიდგომები აძლიერებს ეჭვებს პროკურატურის მოქმედების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ საიაში.
 
 
საიაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე პატიმრის მიმართ ბრალის წაყენება წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა პატიმრების დაშინება, ვინაიდან ეს პრეცედენტი შეიცავს პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ წამების ან არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა პატიმრის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს – მოხდეს მისთვის ბრალის წაყენება ცრუ დასმენის საფუძვლით და ამით პატიმრობის ვადის გახანგრძლივება. 
 
 
წამება და არაადამიანური მოპყრობა წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლების დარღვევას და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო დაზარალებულებს შეეძლოთ თავისუფლად, ყოველგვარი შიშის გარეშე განაცხადონ ასეთი შემთხვევების შესახებ, მიიჩნევს ორგანიზაცია.
 
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი