ახალი ამბები

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

18 დეკემბერი, 2019 • 2010
მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

ჩოლოიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან მალევე, 17 დეკემბერს გავრცელდა. პოლიციელს ჩვენების მიცემის იძულებას ედავებიან.

„მარიანა ჩოლოაინი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ბრალდებას. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არა მხოლოდ მარიან ჩოლოიანის, არამედ არცერთი სხვა პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ არ განხორციელებულა იძულების, მუქარისა თუ სხვა კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება“, – ამბობს ადვოკატი თეონა გვაზავა.

მისი თქმით, მუქარის ან იძულების შემთხვევაში, განცხადების ან შენიშვნის დაწერის შესაძლებლობა არსებობს, ასეთი განცხადება კი მაშინ არ დაწერილა.

„ჩოლოიანი კამრების ქვეშ ეკონტაქტებოდა მოზარდს, ამოღებულია ვიდეოჩანაწერიც“, – ამატებს ადვოკატი.


15 წლის ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

სირაძის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ, მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სწორედ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რის შედეგადაც, რამდენიმე დღეში, 17 დეკემბერს დაიღუპა.

წაიკითხეთ ასევე:

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი