ახალი ამბები

შემდეგი საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი იქნება – ლევან ხაბეიშვილი

17 დეკემბერი, 2019 • 1829
შემდეგი საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი იქნება – ლევან ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი საკრებულოსთან პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ ერეკლე კუხიანიძე არ დატოვებს პოსტს. მისი თქმით, კუხიანიძის პოსტზე დარჩეენას კანონის ფარგლებში ყველანაირი ხერხით გააპროტესტებენ:

“დავპირდი მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს და მათ პოლიტიკურ ლიდერებს, შემდეგი ოთახი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის, შემდეგ იქნება თავმჯდომარის მოადგილის ოთახი… პროტესტს გავაგრძელებთ და ეს ფორმები იქნება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

საკრებულოში 4 ადამიანი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი