“როდესაც ჩემს ფეისბუქზე, ბაქოში ხანძრის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარის გამოხატვის სტატუსზე “ლაიქისთვის” საუკეთესო დიპლომატებს ითხოვ სამსახურიდან, ყველანაირ გაგებას სცილდება. დიპლომატებს აიძულებენ შეურაცხმყოფელი განცხადებები დაწერონ. ზოგიერთი ამას საბჭოთა კავშირში 30-იანი წლების ბოლოს არსებულ რეპრესიებს ადარებს. ვიტყოდი, რომ იმას, რაც ახლა ხდება, სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ხელისუფლების მარაზმი. ეს არც 30-იან წლებში, არც 40-იანებში და არც ინკვიზიციის დროს არ მომხდარა”, – წერს დიპლომატი.
არიფ მამედოვის თქმით, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას დაცვის აყვანა შეთავაზა.
“გუშინ, ბელგიაში დაბრუნების შემდეგ შოკირებული ვიყავი იმის გამო, რომ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროპულმა ინსტუტუტებმა უკვე იცოდნენ ამის შესახებ. ოფიციალურად შემომთავაზეს ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის დაცვით უზრუნველყოფა. მე უარი ვთქვი, მაგრამ ბელგიის საგარეო უწყება ამას დაჟინებით ითხოვს.”
მამედოვი ასევე მიმართავს დიპლომატებს, რომლებიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან იმის გამო დაითხოვა, რომ მათ მხარი დაუჭირეს მამედოვის გამოსვლას. იგი დიპლომატებს პირდება, რომ ადრე თუ გვიან სამართლიანობა აღდგება და პოსტებს დაურუნდებიან.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |