ახალი ამბებირეკლამა

სამეგრელოში 78 680 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

17 დეკემბერი, 2019 • 699
სამეგრელოში 78 680 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფოთში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, წალანჯიხის რაიონ სოფელ ლიასა და ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 78,680 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი