“კონფერენციაზე განხილული იქნება ქალაქების მართვისა და განვითარების სისტემები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დანერგილი. დავით ნარმანია ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქების ურბანული განვითარების ფორუმში, სადაც საუბარი იქნება ქალაქების თანამედროვე განვითარების ძირითად მიმართულებებზე. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქალაქის გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე, გამართავენ დისკუსიას ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ფორუმზე დაგეგმილია დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლაც, რომელზეც დავით ნარმანია ფორუმის მონაწილეებს თბილისის სამომავლო განვითარების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.





