ახალი ამბები

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, სასტუმროების მფლობელები დააკავეს

7 ივნისი, 2015 •
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, სასტუმროების მფლობელები დააკავეს

უწყების ინფორმაციითვე, ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები, სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი და სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები.

 

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


მასალების გადაბეჭდვის წესი