ახალი ამბები

ღარიბაშვილი დოქტორანტებს: მეც ჯერ კიდევ სტუდენტის ასაკში ვარ

10 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი დოქტორანტებს: მეც ჯერ კიდევ სტუდენტის ასაკში ვარ

პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო განათლების სფეროში მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს დაეწიოს. 

 

“ეს ტემპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევებს”.

 

ღარიბაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით და ნიჭიერი ხალხით.

 

“ამიტომ ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშე საქართველო იმყოფება”. 

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის კონკურსში გამარჯვებულებს ირაკლი ღარიბაშვილი და განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე შეხვდნენ. კონკურსში გამარჯვებულებთან შეხვედრის მეორე ნაწილი, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გამართულიყო, მედიისთვის დახურული აღმოჩნდა. 

 

2013-2014 წლებში 230 დოქტორანტი დაფინანსდა. 2014 წელს საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდე იყო. 

 

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, საქართველოში დოქტორანტთა საშუალო ასაკი 31 წელია. 



მასალების გადაბეჭდვის წესი