“შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არის ერთი რაღაცა, არ ვიცი რა ჰქვია, რომელშიც ძალიან ბევრი ფულია გადახდილი, რამდენიმე ათეული მილიონი, და რომელსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის უნდა მოესმინა, ეყურებინა. მოსასმენი აპარატიც არ არის. ეს არის სტუდიისხელა მოწყობილობა, რომელიც შედგება ბევრი კომპონენტისგან. ეს უნდა მიიტანო ფიზიკურად, დააყენო რომელიღაც წეტილითან და მერე ის უყურებს კიდევაც, ისმენს კიდევაც და იწერს კიდევაც”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული “პალიტრია TV”-ს გადაცემის “რეზიუმეს” სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მას, ისევე როგორც მის წინამორბედ მინისტრებს, სურს გაყიდოს ეს დანადგარი, თუმცა ის საკმაოდ ძვირია.