2020 წლის გაზაფხულზე საქართველოში კონცერტს გამართავს ამერიკელი მუსიკოსი ლენი კრავიცი.

კონცერტი 31 მაისს ჩატარდება მიხეილ მესხის მოედანზე. ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება.

„SOLO და საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ ლენი კრავიცის მსოფლიო ტურს – “HERE TO LOVE”, რომელიც 2020 წლის 31 მაის, თბილისში დაიწყება.

მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო ალბომიდან, ისე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან“, – წერია კონცერტის ანონსში.