ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე: ბესიკ ცხადაძის გარდაცვალებაში თვითმკვლელობის ნიშნები არსებობს

6 ივნისი, 2015 • • 1119
ირაკლი შოთაძე: ბესიკ ცხადაძის გარდაცვალებაში თვითმკვლელობის ნიშნები არსებობს

“ადრე არის იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა, პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე, გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. შესაბამისად, ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. მიზეზებზე, მოტივებზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე შესაძლებელი გახდება საუბარი მას შემდეგ, რაც საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო გადადუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” ირაკლი შოთაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. საქმის დანარჩენ დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი