ახალი ამბები

ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგში წინსვლის მიღწევა რთულია – კრისტიან ურსე

17 დეკემბერი, 2019 • 1338
ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგში წინსვლის მიღწევა რთულია – კრისტიან ურსე

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს ეხმაურება.

დიპლომატი მიესალმება მხარეების მზადყოფნას დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ კონსენსუსის მიღწევა რთულია.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგს. ეს არის კომპლექსური და რთული დიალოგი და არ არის მარტივი წინსვლის მიღწევა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშანს, რომ  მხარეები მზად არიან გააგრძელონ შეხვედრები. ჩვენ, როგორც შუამავლები, ვცდილობთ ვიპოვოთ ამ დისკუსიების არსი იმ თვალსაზრისით, რომ საბოლო გამოსავალი მოვძებნოთ”, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი