ახალი ამბები

დღეს, 6 ივნისს საპროტესტო მსვლელობა “თბილისი SOS” გაიმართება

6 ივნისი, 2015 • • 1139
დღეს, 6 ივნისს საპროტესტო მსვლელობა “თბილისი SOS” გაიმართება

აქციის, სახელწოდებით “თბილისის SOS” ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უნდა შეწყდეს თბილისის ქაოსური განაშენიანება. მათი მოთხოვნებია:

 

“აიკრძალოს მწვანე საფარის განადგურება შენობების მშენებლობის ხარჯზე, შეწყდეს თბილისის ისტორიული ცენტრის დამახინჯება და იქ მაღალსართულიანი შენობების აგება, შეიქმნას თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა, მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს ანტისაზოგადოებრივი, გადაწყვეტილებების მიღებაში უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებისა და სპეციალისტების მონაწილეობა.”

 

 

თბილისის საკრებულოდან მსვლელობა დასრულდება აბანოთუბანში აქცია-კონცერტით. კონცერტზე გამოვლენ Blue Sun, ჯგუფი “არა”, ლადო გიგაია და Jam Session.

 

აქციაზე ასევე იქნება ფოტოგამოფენა იმ შენობებისა და ადგილების შესახებ, რომლებიც აქციის ორგანიზატორების თქმით, საფრთხის ქვეშაა.

 

უფრო დეტალირად აქციის შესახებ იხილეთ “ნეტგაზეთის” ინტერვიუ “ტფილისის ჰამქრის” გამგეობის წევრ ცირა ელისაშვილთან:

თბილისი სამშენებლო მოედანი არაა – ინტერვიუ ცირა ელისაშვილთან აქციაზე ‘SOS თბილისი’

SOS თბილისი
SOS თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი