ახალი ამბები

სასამართლო სისტემის პროგრესი კიდევ მისაღწევია – ელიზაბეთ რუდი

17 დეკემბერი, 2019 • 748
სასამართლო სისტემის პროგრესი კიდევ მისაღწევია – ელიზაბეთ რუდი

აშშ მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობამ 30 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან უფრო ძლიერი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის შექმნისთვის, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში სახეზეა პროგრესი სასამართლო სისტემაში: უფრო მეტად პროფესინალი მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება, საქმეთა მართვის სისტემის დანერგვა და მოქალაქეების უკეთესი გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობაში, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორცეილება.

“რა თქმა უნდა, პროგრესი კიდევ არის მისაღწევი, რათა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელსაც ექნება თითოეული მოქალაქის სრული ნდობა და ამისათვის აშშ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და მის დახმარებას ამ საკითხში. პარლამენტმა შეიმუშავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. განხორციელების პროცესს და შედეგებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული შენიშვნები და იმისთვის, რომ ეს საკითხები გადაიჭრას, გავაგრძელებთ თანამშორმლობას”, – განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი