სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული 12,3173 გრ ნარკოტიკული საშუალება 2,09215 გრ ჰეროინს შეიცავს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.





