ახალი ამბები

„მწვანე სკოლის“ ინციდენტზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა

16 დეკემბერი, 2019 • 2298
„მწვანე სკოლის“ ინციდენტზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მწვანე სკოლის“ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

უწყება ამბობს, რომ საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გაეგზავნა მოთხოვნილი მასალები.

მათივე თქმით, სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს.

15 წლის მოზარდმა სავარაუდოდ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.  „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.

მისი ძმა „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ 15 წლის ბავშვს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, მის ძმას პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

შსს-ს ახალი განცხადება მოზარდის სუიციდის მცდელობის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი