ახალი ამბები

პრეზიდენტის მხარდაჭერით აფხაზეთის ვირტუალური არქივი შეიქმნა

6 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტის მხარდაჭერით აფხაზეთის ვირტუალური არქივი შეიქმნა

აფხაზეთის ვირტუალური არქივი – AVA არის ვებ-არქივი, სადაც განთავსებულია საარქივო ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა, ასევე საოჯახო არქივები. გარდა ამისა, ava.ge  პირად არქივებსაც აგროვებს: დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია საიტის ადმინისტრაციას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

 

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

 

“ეს საიტი არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი გზავნილი აფხაზებისადმი და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისასდმი იმასთან დაკავშირებით, თუ რანაირად უყურებს ქართული სახელმწიფო ჩვენი მშვენიერი ქვეყნის წარსულს და მომავალს. ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე მდგომარეობს იმ მრავალფეროვნებაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქენი არა მხოლოდ ვაფასებთ, არამედ ვუფრთხილდებით კიდევაც,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვებ-არქივის პრეზენტაციისას.

 

 

მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვეა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარეობს აფხაზეთის, ოსეთის, ცხინვალის რეგიონის და საერთოდ, ოკუპირეულ ტერიტორიათა მიმართ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. 

 

“ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, როგორც ერთიანი სახელმწიფოსი, ევროპული ყაიდით განვითარებული სახელმწიფოსი, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად უფრთხილდება, აფასებს და ავითარებს თავის ეთნიკურ მრავალფეროვნებას. ეს საიტი სწორედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილია, სადაც ნათლად ჩანს, რამდენად ვაფასებთ და რამდენად ვუფრთხილდებით ჩვენს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას. 


ვებ-არქივის პარტნიორები საქართველოს ეროვნული არქივი, ლიტერატურის მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი არიან.

 



საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აფხაზეთის ვირტუალური არქივი www.ava.ge შეიქმნა

Posted by Giorgi Margvelashvili on Friday, June 5, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი