ახალი ამბები

UEFA ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 10 ფინალი [ფოტო]

5 ივნისი, 2015 •
UEFA ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 10 ფინალი [ფოტო]

ჩემპიონის ტიტულის დასაკუთრება ყველაზე მეტჯერ მადრიდის რეალმა შეძლო. 10-ჯერ მოპოვებული გამარჯვებით ისინი უკან იტოვებენ მილანს, რომელმაც თასი 7-ჯერ აიღო, მიუნხენის ბაიერნსა და ლივერპულს, რომლებმაც შეჯიბრი 5-ჯერ მოიგეს და ამჟამინდელ ფინალისტ ბარსლეონას, რომელმაც თასი 4-ჯერ დაისაკუთრა.

 

ფინალური თამაში ფეხბურთის მოყვარულთა სამყაროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ნეტგაზეთი გთავაზობთ ბოლო 10 წლის ფინალური მატჩების შედეგებსა და ფოტოებს. ფოტომასალა მომზადებულია ევროპის ფოტოგრაფიის ასოციაციის ვებ-გვერდის დახმარებით. 

ლივერპულის გამარჯვება 2005 წელს
ლივერპულის გამარჯვება 2005 წელს

2005 წლის ფინალი: ლივერპული vs. მილანი 3:3 (პენალტების სერია 3:2)

ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალი 2005 წელს ტამბულში, ლივერპულისა და მილანის საფეხბურთო კლუბებს შორის გაიმართა. თამაშის პირველ ნახევარში მილანელები 3 ბურთის სხვაობით იგებდნენ.

 

თუმცა ძირითადი დროის დამთავრებამდე ბრიტანულმა კლუბმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ, პენალტების სერიაში მილანი დამარცხდა და ლივერპულმა რიგით მეხუთედ ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია. აღსანიშნავია ლივერპულის კაპიტნის, სტივენ ჯერარდისა და მეკარე დუდეკის დასამახსოვრებელი თამაში.  

არსენალის მეკარე, იანს ლემანი მოედნიდან გააძევეს
არსენალის მეკარე, იანს ლემანი მოედნიდან გააძევეს

2006 წელი – არსენალი vs ბარსელობა 1:2

“ლა ლიგის” ჩემპიონ ბარსელონას ინგლისური არსენალი პარიზში დაუპირისპირდა. არსენალის მეკარე, იანს ლემანი ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელიც ფინალიდან გააძევეს. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ლემანმა მოედანი დატოვა.

 

ამის შემდეგ არსენალი კვლავ ფლობდა უპირატესობას 75-ე წუთამდე. თუმცა ბარსელონამ 5 წუთში 2 გოლის გატანა შეძლო და მეორედ დაეუფლა თასს.

მილანის გამაჯვება ლივერპულის წინააღმდეგ
მილანის გამაჯვება ლივერპულის წინააღმდეგ

 

2007 წელი – მილანი vs ლივერპული 2:1

ათენის ოლიმპირ სტადიონზე გამართული თამაში 2005 წლის ფინალისაგან განსხვავებით მილანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა.

 

ფილიპო ინძაგის გატანილი დუბლით 45-ე და 82-ე წუთებზე მილანი უპირობო ლიდერი გახდა. ინძაგის გოლს 89-ე წუთზე დირკ კუიტის საპასუხო გოლი მოჰყვა, თუმცა მას თამაშის შედეგის შეცვლა აღარ შეეძლო.

ჯონ ტერი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ დამარცხების შემდეგ
ჯონ ტერი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ დამარცხების შემდეგ

2008 წელი – ლონდონის ჩელსი vs მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (პენალტების სერია 6:5)

2008 წელს მოსკოვში უეფას ჩემპიონატთა ლიფის ფინალი პირველად იმართებოდა და ამავე დროს ისტორიაში პირველად ფინალში ორი ინგლისური კლუბი თამაშობდა.  

 

26-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდომ ანგარიში გახსნა, მაგრამ ფრენკ ლამპარდმა გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე მოახერხა. ამის შემდეგ ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

 

საინტერესო აღმოჩნდა პენალტების სერია. კრიშტიანუ რონალდომ პენალტი ვერ გაიტანა და ბურთთან მისულ ჩელსის კაპიტან ჯონ ტერის გამარჯვების შანსი დაუტოვა. წვიმიანი ამინდის გამო მოედანი სველი იყო. ჯონ ტერის ფეხი აუცურდა და დატყმა ვერ შეძლო. საბოლოოდ, მანჩესტერმა თანამემამულეს ანგარიშით 6:5 სძლია. კლუბის მეკარე, ედვინ ვან დერ სარი კი თამაშის გმირად დაასახელეს.

 

მანჩესტერის გამარჯვება მიუნხენის ავიაკატასტროფის 50 წლისთავს მიეძღვნა.

ბარსელეონას ფეხბურთელები და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, 2009 წლის ფინალი
ბარსელეონას ფეხბურთელები და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, 2009 წლის ფინალი

2009 წელი ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი 2:0

რომის ოლიმპიური სტადიონი – ბარსელონა მოქმედ ჩემპიონს ამარცხებს. მე-10 წუთზე სამუელ ე’ტოოს გატანილ გოლს, 70-ე წუთზე ლიონელ მესის გოლი შეემატა. საბოლოო ანგარიში 2:0.

 

ბარსელონა 2008 წელს პირველი ესპანური კლუბი გახდა, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში მოიგო როგორც ესპანეთის ‘ლა ლიგა”, ასევე “კოპა დელ რეი” და ჩემპიონთა ლიგის თასი.

ტომას მიულერი ინტერთან განცდილი მარცხის შემდეგ
ტომას მიულერი ინტერთან განცდილი მარცხის შემდეგ

 

2010 წელი მიუნხენის ბაიერნი vs ინტერი 0:2

მილანის ინტერი მიუნხენის ბაიერნს რეალ მადრიდის მშობლიურ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუპირისპირდა. იტალიურ კლუბს გამარჯვება დიეგო მილიტოს გატანილმა დუბლმა მოუტანა, თამაშის 35-ე და 70-ე წუთებზე.

 

ინტერი 1972 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ფინალში და ჩემპიონთა ლიგის თასი მეორედ აიღო. კლუბი 2007 წლის შემდეგ პირველი იტალიური გუნდი იყო, რომელმაც შესარჩევ რაუნდებს გაუძლო და ფინალამდე მიღწევა შეძლო.

ბარსელონას ფეხბურთელებს გამარჯვების შემდეგ კარის ბადე შინ მიაქვთ
ბარსელონას ფეხბურთელებს გამარჯვების შემდეგ კარის ბადე შინ მიაქვთ

2011 წელი – ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი 3:1

2011 წლის ფინალი ვიმბლის სტადიონზე გაიმართა. პედროს, მესისა და დავიდ ვილიას 3 გოლს მხოლოდ რუნის საპასუხო 1 ბურთი ხვდა წილად. 67%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებლით ბარსამ მთელი თამაში თავის სასარგებლოდ წარმართა.

 

საბოლოო ანგარიში 3:1 და ბარსელონა მეოთხედ ჩემიპონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

დიდიე დროგბა ბაიერნის ფეხბურთელებთან, 2012 წლის ფინალის შემდეგ
დიდიე დროგბა ბაიერნის ფეხბურთელებთან, 2012 წლის ფინალის შემდეგ

 

 

2012 წელი – მიუნხენის ბაიერნი vs. ლონდონის ჩელსი 1:1 (პენალტების სერია 4:3)

83-ე წუთზე გატანილ ტომას მიულერის გოლს გერმანელებისათვის გამარჯვება უნდა მოეტანა, თუმცა დიდიე დროგბამ ხუთ წუთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა.

 

პენალტების სერია ჩელსის სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 4:3. არიენ რობენის ვერგატანილი პენალტის ფონზე ბაიერნმა თამაში საკუთარ მოედანზე ვერცხლის მედლის სანაცვლოდ დათმო.

 

მიუნხენელები ზეიმობენ დორტმუნდის წინააღმდეგ გამარჯვებას
მიუნხენელები ზეიმობენ დორტმუნდის წინააღმდეგ გამარჯვებას

2013 წელი – ბორუსია დორტმუნდი vs მიუნხენის ბაიერნი 1:2

ჩემპიონატის ისტორიაში პირველ გერმანულ ფინალს ბრიტანელებმა უმასპინძლეს. ვიმბლის სტადიონზე გამართულ მატჩში ბაიერნმა მარიო მანძუკიჩისა და არიან რობენის გოლების წყალობით გაამრჯვება მოიპოვა, ანგარიშით 1:2.

 

მიუნხენელებისათვის ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში მესამე ფინალი იყო.

სერხიო რამოსი 93-ე წუთზე გატანილ გოლს აღნიშნავს
სერხიო რამოსი 93-ე წუთზე გატანილ გოლს აღნიშნავს

 

2014 წელი – მადრიდის რეალი vs მადრიდის ატლეტიკო 4:1

ჩემპიონთა ლიგამ ფინალსი მანამდე უკვე იხილა ორი კლუბი ერთი ქვეყნიდან, თუმცა ლისაბონური ფინალი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ორი კლუბი ერთი ქალაქიდან იბძოლებდა. თასი ყველა შემთხვევაში მადრიდში ჩავიდოდა. სამეფო კლუბი 93-ე წუთამდე 1 ბურთის  სხვაობით აგებდა, თუმცა სერხიო რამოსის გატანილმა გოლმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. გარეტ ბეილმა 110-ზე, ხოლო მარსელომ 118-ე წუთებზე გაიტანეს გოლები. ამას კრიშტიანუ რონალდოს 120-ე წუთზე გატანილი პენალტიც დაემატა.

 

ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 4:1 დაფიქსირდა.

 

2015 წელი – იუვენტუსი vs ბარსელონა ?:?

6 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ამ ორ კლუბს შორის ახალი ჩემპიონი გამოვლინდება.

აქვე გთავზობთ სტატისტიკურ მონაცემებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი