ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვართ

5 ივნისი, 2015 •
ლევან ბერძენიშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვართ

“რესპუბლიკური პარტიის დაფუძნების დღიდან თუ არა, დღიდან გააზრებული საარჩევნო კანონმდებლობის შემოქმედებისა, პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვართ. ეს არის ყველაზე პროგრესული რეგიონული პროპორციული სისტემისა. ეს არის ყველაზე პატიოსანი, ყველაზე წარმომადგენელობითი და ყველაზე მისადაგებული საქართველოს ვითარებასთან”, – განაცხადა ბერძენიშვილმა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, რომელზეც საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებს განიხილავენ.

 

კითხვაზე, ესწრება თუ არა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ სხდომას, ბერძენიშვილი ამბობს:

 

“ამ საკითხებში ივანიშვილის პოზიცია ყოველთვის იყო ძალიან პროფესიონალური და მოსაწონი ჩემთვის. სასიამოვნოც იქნება, რომ მონაწილეობა მიიღოს, როგორც ამ მოძრაობის დამფუძნებელმა. იმიტომ, რომ საკითხისთვის მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა, მაგრამ დღეს სხვები მიიღებენ მონაწილეობას და იგი არ ერევა ამ პროცესში, ამიტომ ვკამათობთ ამდენს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი